საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თიბისი IT აკადემიაში Frontend Development-ის კურსებზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა 2 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში  განახლდება. 5 თვის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

კურსს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის Frontend Development-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა.

კურსზე მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების  და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

21 ოქტომბერს, თიბისი IT აკადემიაში კიდევ ერთ, UX – Research and Strategy-ის კურსზე დაიწყება დისტანციური  სწავლება.  2 თვის განმავლობაში 20 სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, უცხოელი და ქართველი პროფესიონალი მენტორებისგან მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. სტუდენტები აღნიშნულ კურსზეც  კონკრუსით შეირჩევიან, რაც  ასევე მოიცავს ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე კურსებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/