საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის შვიდ ქალაქში 14 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

სტაჟირების მიმართულებები:

** კომპანიისთვის სასურველი კლიენტების მოძიება და მოზიდვა(გაყიდვები);
** კლიენტისგან სწორი ინფორმაციის ამოღება;
** კლიენტის სოციალური და ფინანსური ანალიზი;
** საკრედიტო პროექტის მომზადება და რისკების კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

ბაკალავრიატის კურსის სტუდენტი ფინანსების მათემატიკის ან მომიჯნავე განხრით; (მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი)

უნარ - ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი
** ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე career@tsu.ge - სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირება საკრედიტო დეპარტამენტში