საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის
სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო -1000 ლარი (დარიცხული)
 
ფუნქციები :
 უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ
ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
 სხვადასხვა უწყებებთან და სამსახურებთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო
განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
 შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციო
განაცხადის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისთვის სატელეფონო
კონსულტაციის გაწევა.
 
მოთხოვნები:
- IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი იურიდიული მიმართულებით;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების გამოყენება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
• დამოუკიდებლად მუშაობა.

საკონკურსო თემატიკა
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
• საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
• საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ”;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო
რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის
გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების" დამტკიცების შესახებ;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანება „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების
შესახებ“.

კონკურსის ეტაპები:
 გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@napr.gov.ge