საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორგანიზაცია - სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
ვაკანსია - გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის კადასტრის უზრუნველყოფის
სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო -1000 ლარი (დარიცხული)
 
ფუნქციები :
 უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის დოკუმენტაციის შემოწმება „მიწის ნაკვეთის
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დაგენილების
მოთხოვნების შესაბამისად;
 სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის შესაბამისობის შემოწმება საჯარო
რეესტრში დაცულ რეგისტრირებულ და ასევე არსებულ საკადასტრო მონაცემებთან;
 უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემთა აღრიცხვა აქტიურ გეომონაცემთა ბაზაში და
აღრიცხული მონაცემების დაცვა;
 საკადასტრო ერთეულზე საკადასტრო კოდის მინიჭება;
 საკადასტრო დავალების განხილვა დადგენილ ვადებში;
 რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების აღდგენა ერთიან გეომონაცემთა ბაზაში და ა.შ.
 
მოთხოვნები:
 IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი (გეოგრაფია/გეოდეზია/არქიტექტურა/გეოინფორმატიკა/
მიწის რესურსების მართვა/GIS ტექნოლოგიები, საინჟინრო გეოდეზიის მიმართულებები);
 სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა;
 საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
 ArcGIS (გეოინფორმაციული სისტემის) პროგრამის დამაკმაყოფილებელი ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
• მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
• შედეგზე ორიენტაცია;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• დროის ეფექტიანი მართვა;

• დამოუკიდებლად მუშაობა.
საკონკურსო თემატიკა:
• საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
• საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ”;
• საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N 388 დადგენილება „მიწის ნაკვეთის
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესისა და
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულების
უფლებამოსილების მქონე პირის სერთიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის
დამტკიცების შესახებ“;
• საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო
რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
• საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების
დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის N134 ბრძანება.
კონკურსის ეტაპები:
 გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელექტრონულ
მისამართზე: hr@napr.gov.ge