საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური აუდიტის მიმართულებით, საგადასახადო საკითხების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ვაკანტური პოზიცია: საგადასახადო სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
  • აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წელი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის ან/და საგადასახადო მიმართულებით;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო დეკლარაციების/ფორმების შევსების და წარდგენის ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
  • დეტალებზე ორიეტირებულობა; მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;

 

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: https://mcgaudit.ge/

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mcgaudit.ge

 

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

 

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.