საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

EBIT Group წარმოადგენს ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც დაარსდა 2016 წელს, სხვადასხვა ბიზნეს-ინდუსტრიის მართვის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ, კომპანიის მიზანია ორგანიზაციების მხარდაჭერა ბიზნესის განვითარებაში, როგორც საკონსულტაციო კუთხით, ასევე პერსონალის გადამზადებით სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგების დახმარებით.

 

EBIT Group კონსულტირებას უწევს საქართველოში მოქმედ უმსხვილეს კორპორაციებს როგორც ფინანსების მართვის, ასევე საოპერაციო მენეჯმენტის და IFRS სტანდარტების მიმართულებით.

 

www.ebit.ge

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიების ფინანსურ ანალიზში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიების ფინანსური მოდელების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიების ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება
  • ანალიტიკური რეპორტების მომზადება
  • კომპანიებში პრეზენტაციების მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ან კურსდამთავრებულები)
  • პროგრამა Excel–სა და PowerPoint მაღალ დონეზე ცოდნა
  • განვითარებული მათემატიკური უნარები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • განვითარებაზე ორიენტაცია

 

დამატებითი უპირატესობები:

  • სტაჟიორი გაივლის  IFRS სტანდარტების სასწავლო პროგრამის სრულ კურსს, ის იმუშავებს სხვადასხვა პრაქტიკული ქეისების მაგალითებზე
  • სტაჟიორი შეისწავლის კომპანიების ფინანსურ ანალიზსა და კომპანიების კაპიტალის ღირებულების დაანგარიშებას
  • კურსების დასრულებისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გადაეცემა  სერთიფიკატი
  • წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში სტაჟიორი მიიღებს შეთავაზებას  ფინანსური მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე

 

სტაჟირების პირობები:

  • სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
  • სამუშაო გრაფიკი: არასრული, ლექციებთან შეთავსებით
  • სტაჟირება: ანაზღაურებადია
  • სტაჟირების ვადა: სამი თვე

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge

 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის  22 ივლისამდე