საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;

საჭიროების შემთხვევაში, მსესხებლებთან საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილებზე ვიზიტი;

გამარტივებული სამართალწარმოების გზით საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები.

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური)

სამუშაო გამოცდილება: სასურველია საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება.

 

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

ქართული ენა;

კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);

პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 17/07/2022