საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ გახლავთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა.


კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა ინოვაციებისა და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ შანსი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.

 

კომპანია “ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ და ფინანსურ განყოფილებებში:

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიურ ბუღალტრულ და ფინანსურ საქმიანობაში ჩართულობა
  • საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის წარმოებაში მონაწილეობის მიღება
  • სხვადასხვა ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადება ყოველთვიური დეკლარაციებისთვის და ფინანსური ანგარიშგებისთვის

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით)
  • Microsoft Excel-ის ცოდნა

 

დამატებითი უნარები:

  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლიანი
  • პუნქტუალური

 

ჩვენ გთავაზობთ განვითარების და კარიერული ზრდის საშუალებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ყველა საჭირო რესურს კომფორტული მუშაობისათვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ  CV შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება ბუღალტრულ და ფინანსურ განყოფილებაში“

 

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია “ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“-ში  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები “ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC“ -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

“ედვანსდ  აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC” კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.