საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია BDO Digital აცხადებს ვაკანსიას 1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე  1C ERP  განყოფილების მხარდაჭერის გუნდში

 

BDO Digital არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ციფრული სერვისების ბრენდი, რომელიც აერთიანებს BDO-ს ტექნოლოგიური მომსახურებების და პროდუქტების სრულ სპექტრს.  BDO-ს ციფრული მიმართულება 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

 

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

 

ვაკანსიის დასახელება    -   1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა     -    ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

სამუშაო საათები    -   სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი

 

 

ფუნქცია/მოვალეობები

პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა

კლიენტის მიერ დასმული პრობლემის მოკვლევა/დიაგნოსტიკა

სამუშაო ფაილების/ინსტრუქციების მომზადება

კლიენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება

კლიენტებისგან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა

პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება

ტექნიკური დავალებების მომზადება

სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით

ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება(სასურველია მხარდაჭერის მიმართულებით)

სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ფინანსური აღრიცხვის ცოდნა

ინგლისური და რუსული ენის ცოდნა(სასურველია)

MS Office-ის პროგრამების ცოდნა

თანამედროვე ტექნოლოგიებთან/პროგრამულ უზრუნველყოფებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან გაგვიზიაროთ Linkedin-ის პროფილი hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „1C ERP ბიზნეს ანალიტიკოსი “განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27.07.2022

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის  აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.