საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

APPEAR-ს შეაქვს წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში (SDGs). საერთო მიზანი არის სამეცნიერო საფუძვლებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების, კვლევისა და მენეჯმენტის სფეროში ავსტრიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პარტნიორობისა და სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიების საშუალებით. აგრეთვე, APPEAR-ი მიზნად ისახავს გაზარდოს ავსტრიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო თანამშრომლობა და განვითარების ვალდებულები.

 

APPEAR-ი არის ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა (ADC), რომელიც მიზნად ისახავს მისი სტრატეგიის შემუშავებას უმაღლესი განათლების მხარდაჭერისა და აკადემიურ ინსტიტუციურ დონეზე განვითარების კვლევისთვის. იგი ხორციელდება ADC-ის 11 პრიორიტეტულ ქვეყანაში და წამყვან რეგიონებში, რომლებიც მდებარეობს აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

 

უფლებამოსილი ქვეყნები:

  • ბურკინა ფასო, ეთიოპია, უგანდა, მოზამბიკი
  • ბუტანი
  • პალესტინა
  • სომხეთი, საქართველო
  • ალბანეთი, კოსოვო (გამოიყენება სპეციალური მოთხოვნები) და მოლდავეთის რესპუბლიკა

 

ინფორმაცია კონკურსების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე:

https://appear.at/en/application/#guidelines