საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რელიგიის სოციოლოგია

წიგნი შეიცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტთათვის რელიგიის სოციოლოგიაში წაკითხულ ლექციებს. სალექციო თემატიკას ერთვის შესაბამისი საკითხავი მასალა, თეორიული და პრაქტიკული ხასიათის კითხვები და დავალებები, საპრეზენტაციო თემები, აგრეთვე – რელიგიის სოციოლოგიის ცალკეულ კლასიკურ და თანამედროვე ტერმინთა განმარტებანი და ა. შ.

 

წიგნი განკუთვნილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისა და, საერთოდ, რელიგიის სოციოლოგიის შესწავლის მსურველთათვის. დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა რელიგიის სოციოლოგიის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, რელიგიის სოციოლოგიის ძირითად ცნებებსა და პრობლემებს, რელიგიისადმი სოციოლოგიური მიდგომის თავისებურებას, რელიგიისა და თანამედროვე საზოგადოების ურთიერთმიმართების არსსა და მრავალ სხვა მსგავს საკითხს.

 

იმედია, დაინტერესებულ და გემოვნებიან მკითხველს მრავალი კითხვა და კრიტიკული მოსაზრება გაუჩნდება წარმოდგენილი და განხილული საკითხების მიმართ, რასაც ავტორი კეთილგანწყობით მიიღებს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი კვლავაც განაგრძობს სალექციო კურსის კითხვას რელიგიის სოციოლოგიაში.

isbn : 978-9941-13-941-3
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები