- საჯარო ინფორმაცია
- ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების შესახებ
- საჯარო ინფორმაციის გვერდი
- ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ
- ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ
- ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ
- სამართლებრივი აქტები
- სხვა საჯარო ინფორმაცია
- ელექტრონული შესყიდვები
- მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა პირველსემესტრელს ულოცავს თსუ-ს სტუდენტობას!
პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სავალდებულოა:
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაბამის ფაკულტეტზე პირადი საქმის გასახსნელად;
ხელშეკრულების გაფორმება;
ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 7 სექტემბერს);
აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა).
ანკეტის ელექტრონული ვერსიის შესავსებად გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას!
ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პორტალზე (uni.tsu.ge), სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ გაიხსნება შესავსები ანკეტა (ანკეტის ელექტრონული ვერსია), სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიტანოთ სწორად.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები
ბაკალავრიატის/ ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
ხელშეკრულების გაფორმება - 7-14 სექტემბერი 10:00-დან 18.00 საათამდე. (აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია წარმოადგინოთ არაუგვიანეს 14 სექტემბრის 18:00 საათისა);
აკადემიური რეგისტრაცია - 16-21 სექტემბერი.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
ხელშეკრულების გაფორმება - 7-14 სექტემბერი 10:00-დან 18.00 საათამდე. (აუცილებელია ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია წარმოადგინოთ არაუგვიანეს 14 სექტემბრის 18:00 საათისა);
გამოცდა ქართული ენის ცოდნის დონის დადგენის მიზნით - 16 სექტემბერი;
აკადემიური რეგისტრაცია - 22-27 სექტემბერი.
პირადი საქმის გახსნისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: (რექტორის ბრძანება N209/01-01, 06.08.2026)
ა)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ)ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
დ)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს მითითებულ მისამართზე:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი N204. ტელ. (+995 32) 2 25 04 84 ( შიდა 2323).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, მე-2 სართული, მარჯვენა ფლიგელი. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 1734).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №201. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 6222; 6223; 6226; 6234; 6237).
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - (ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები: „ბიზნესის ადმინისტრირება“, „ეკონომიკა“ და „საჯარო მმართველობა) - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №19, მაღლივი კორპუსი, პირველი სართული (ოთახი №101; N109); მე-5 სართული (ოთახი №515 ) და მე-6 სართული (ოთახი №612). ტელ.: (+995 32) 2 25 04 84; შიდა (9740; 9741).
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „ტურიზმი“- მის.: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №44; მე-2 სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 8524).
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) - მის.: მ. ზანდუკელის №16. ტელ: (+995 32) 2507177.
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი N212, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 2220).
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ, III კორპუსი, ოთახი №206. ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა 3220; 3221).
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - მის.: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, VIII სართული. საკონტაქტო პირი: ანა თოდუა, ტელ: 577 98 97 88.