საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დაფინანსების შესაძლებლობები თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია (საქართველოს მოქალაქეებისთვის).

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტის (2250 ლარი) მოპოვების შემთხვევაში სწავლა სრულად დაფინანსდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი (1575 ლარი) და 50%-იანი (1125 ლარი) სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, მიღებული გრანტის მოცულობა გამოაკლდება სწავლის საფასურს.

 

ასევე უნივერსიტეტში მოქმედებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამები და არსებობს დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები.

 

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო პროგრამები

მასწავლებელთა მომზადების პროგრამა; მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ეკონომიკა-ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე; ისტორია; ფილოლოგია-ქართული ენა და ლიტერატურა; ფილოსოფია; არქეოლოგია.

 

სტიპენდიები

პროგრამა - ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, წარმატებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო სტიპენდია. სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს და გაიცემა სემესტრულად.

 

(საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით, უნივერსიტეტს გამოყოფილი აქვს კვოტა ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოს/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველსაყოფად.

 

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“: თვეში 150 ლარი (ერთი სემესტრის განმავლობაში), თითოეულზე 5 თვე — 750 ლარი

 

„ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი, თვეში 200 ლარი, წლიური 2400 ლარი (მიზნობრივი კერძო პირი).

 

„მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდია“ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი; თვეში 250 ლარი; 10 თვე-2500 ლარი; (მიზნობრივი კერძო პირი).

 

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის სტიპენდია — თვეში 300 ლარი თითოეულზე, 4 სტუდენტი, თვეში 1400 ლარი, 11 თვე, სულ 13200 ლარი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

 

გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ სტუდენტთა სტიპენდია (ეკ. შემოსავლები) — 11 სტუდენტი, სულ 7120.83 ლარი.

 

სან დიეგოს სტუდენტების სტიპენდია: 3 სტუდენტი, გაიცემა ერთჯერადად თითოეულზე 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სულ 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (ერთი სემესტრის სტიპენდია).

 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტიპენდია (ეკ. შემოსავლები) — ყოველთვიურად იცვლება სტუდენტების რაოდენობა და სტიპენდიის თანხაც.

 

ჩინელი სტუდენტი — 900 ლარი, 3 თვე, სულ 2700 ლარი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო).

 

„ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდია“ (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი, თვეში 200 ლარი, 5 თვე, სულ 1000 ლარი (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი).

 

„გვანჯი მანიას სახელობის სტიპენდია“ (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი): ერთი სტუდენტი, თვეში 150 ლარი, 5 თვე, სულ 750 ლარი; (მიზნობრივი კერძო პირი).

 

 

 

საუნივერსიტეტო დაფინანსება

უნივერსიტეტში ასევე არსებობს საუნივერსიტეტო დაფინანსება, რომელთა მოპოვებაც შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტებს.

 

უნივერსიტეტის ბიუჯეტში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გაწერილი თანხები, სტუდენტთა რაოდენობის შესამისად ყოველწლიურად ნაწილდება ფაკულტეტებზე, რომლებიც მათ მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად აფინანსებენ წარჩინებულ სტუდენტებს.

 

რაც შეეხება დოქტორანტებს, თითოეული ფაკულტეტიდან 5 დოქტორანტი, ერთი სემესტრის განმავლობაში ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. კანდიდატები შეირჩევიან აკადემიური შედეგების გათვალისწინებით, კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის მიხედვით.

 

დოქტორანტებს ასევე აქვთ უფლება ისარგებლონ სწავლის საფასურზე გარკვეული შეღავათებით. შეღავათი დგინდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

 

სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო): 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა 300 000 ლარი; 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრებში სწავლის საუნივერსიტეტო დაფინანსების საერთო ოდენობა 300 000 ლარი.

 

სტუდენტების ჩართულობით განხორციელებული, შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის გათვალისწინებულია 600 000 ლარი.

 

სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისთვის, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებისთვის, იმიტირებული პროცესებისთვის და სხვა დაფინანსებისათვის გამოყოფილია 310 250 ლარი.

 

სტუდენტთა ექსპედიციის და პრაქტიკის დაფინანსებისათვის გათვალისწინებულია 121 000 ლარი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 30000 ლარი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 56000 ლარი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 35000 ლარი).