საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ,,ლ“   და ჰ4 ქვეპუნქტების,  22-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის,  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2022   წლის 19 დეკემბრის  N33529/10 საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის      დამტკიცების      შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო   გაცვლით   და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესში (შემდგომში - ,,წესი“)’’:


ა)  წესის მე-4 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: 
,,13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის უცხო ენის ცოდნის დადასტურება უნდა მოხდეს:
ა) შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე:
1.ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა), ან Cambridge B2 First (Cambridge English First /FCE)-ის სერთიფიკატი;
2. გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate
(90-100);
3. ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2);
4. იტალიური ენის შემთხვევაში: CILS (B2), PLIDA (B2);
5.ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2);
6. პორტუგალიური ენის შემთხვევაში: CAPLE (B2);
7. ბერძნული ენის შემთხვევაში: Certificate of Attainment in Greek (B2);
8.  თურქული ენის შემთხვევაში: TYS (B2).

ბ) უნივერსიტეტის    მიერ    ორგანიზებული    უცხოური    ენების ინსტიტუციური ტესტირებისშედეგის საფუძველზე (არანაკლებ 71 ქულისა), რომლის შედეგიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში.

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში    დასწრებულად   სწავლის   დამადასტურებელი   ოფიციალური   ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.

დ) ბაკალავრიატის საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში, სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით  რეგისტრაციისას.

ე) მაგისტრატურის საფეხურის აპლინატების შემთხვევაში, თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.

ვ) სადოქტორო საფეხურის აპლიკანტების შემთხვევაში:
ვ.ა) საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში კვლევითი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე დასწრებულად, კვლევითი სტაჟირების ენის მითითებით, სადაც სტაჟირების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება/კვლევა/სტაჟირება სურს სტუდენტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით 
პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას. კვლევის/ სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 3 თვე და მაქსიმალური - 5 თვე;
ვ.ბ) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური საქმიანობის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კერძოდ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განცხადების გაკეთების და წინა აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეულ სემესტრში მინიმუმ 5 კრედიტის დატვირთვის მქონე კურსის წაყვანა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს დოქტორანტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას.
ვ.გ) მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების შემთხვევაში მედიკოსის დიპლომირებული პროგრამის უცხოურ ენაზე დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, თუკი სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც სწავლება სურს დოქტორანტს წინამდებარე წესის საფუძველზე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისას და მასპინძელი უნივერსიტეტი არ ითხოვს შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.
ზ) თსუ-ს     სრულად უცხოენოვანი საგანმანათლებლო     პროგრამების     სტუდენტები თავისუფლდებიან     შესაბამისი    (რომელი    უცხოენოვან    პროგრამის    სტუდენტებიც არიან) უცხოური ენის ტესტირების ვალდებულებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი მასპინძელი უნივერსიტეტი ითხოვს შერჩეული სტიპენდიანტებისგან უცხო ენის ტესტირების დამადასტურებულ ცნობას.’’

ბ) წესის მე-4 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ტესტირებას უცხოურ ენაში ორგანიზებას უკეთებს და ატარებს უნივერსიტეტი. ტესტირების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობენ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, საგამოცდო ცენტრი და ენების ცენტრი. ტესტირებაზე რეგისტრაცია ცხადდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებული არიან უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებადი გაცვლითი პროგრამებით. ვინაიდან, ტესტირების შედეგი ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში, ტესტირებაზე დაიშვება უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურზე იმყოფება   მე-2-დან   მე-6 სემესტრში, მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურზე პირველ და მეორე სემესტრში, ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე პირველივე სემესტრიდან.

ა) საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მოთხოვნის საფუძველზე,  უცხოურ ენაში ტესტირება  ჩატარდება  თითოეული  სემესტრის დასაწყისში  ერთხელ სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ხოლო დამატებით ერთი ტესტირება ჩატარდება ყოველი სემესტრის შუა პერიოდში მხოლოდ დოქტორანტურის საგანმანათებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.
ბ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ასევე ორგანიზებას გაუწევს ინდივიდუალურ ტესტირებას უცხოურ ენაში, გაცვლითი პროგრამებისათვის შერჩეული სტუდენტების ნომინირებისას მასპინძელი უნივერსიტეტის მხრიდან დამატებით უცხო ენაში ტესტირების ცნობის მოთხოვნის შემთხვევაში.’’ 

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე     განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე    ბრძანება    დაინტერესებული    პირის    მიერ    შეიძლება    გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).


რექტორი ჯაბა სამუშია 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე