საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ჰაკათონი 2025 - შექმენი ინოვაციური პროდუქტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტი იწვევს სტუდენტებს ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად!

 

რა არის თსუ-ს ჰაკათონი?

ეს არის 48 საათიანი მარათონი, სადაც თქვენ შეძლებთ:

✅ შეიმუშავოთ ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები;

✅ იმუშაოთ გუნდურად სხვადასხვა პროფილის სტუდენტებთან;

✅ მიიღოთ მენტორინგი წამყვანი სპეციალისტებისგან;

✅ წარადგინოთ თქვენი იდეები პროფესიონალების წინაშე.

 

ჰაკათონის მიზანი:

ჰაკათონის მიზანია გამოავლინოს სტუდენტების კრეატიულობა და ტექნიკური უნარები ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, რომელთაც შეუძლიათ გადაჭრან მიმდინარე სოციალური და ბიზნეს სფეროს გამოწვევები. ასევე, ხელი შეუწყოს სტარტაპ კულტურის განვითარებას უნივერსიტეტში და გახადოს ეს სფერო პოპულარული სტუდენტებში.

 

ფორმატი და მიმართულებები:

ჰაკათონი ღიაა ნებისმიერი ტექნოლოგიური მიმართულებისთვის - პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციები, ვებ და მობილური სერვისები, ხელოვნური ინტელექტი (AI), IoT გადაწყვეტილებები, ბლოკჩეინი თუ სხვა. ფორმატი უზრუნველყოფს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების ეფექტურ თანამშრომლობას და ინტერდისციპლინური პროექტის შექმნას.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს!

 

პროგრამა:

2-5 ივნისი: მოსამზადებელი ლექციები (სტარტაპის აშენება, ბაზრის ანალიზი, პროდუქტის განვითარება, ბიზნეს მოდელები);

6 ივნისი: ჰაკათონის გახსნა, გუნდების ფორმირება, იდეების განხილვა;

7 ივნისი: ინტენსიური მუშაობა, მენტორებთან კონსულტაციები;

8 ივნისი: პროექტების პრეზენტაციები, გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება.

 

რეგისტრაცია: მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/mvjCSXKdrFph2HpQ7

 

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 

📞 599004901 

📧 KTIC@tsu.ge

 

თქვენი იდეა შეიძლება გახდეს მომავლის სტარტაპი!

თარიღი: 10/04/2025