საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განისაზღვრა 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: 


ა)პროცედურული ვადები:

 


ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 16 თებერვალი - 17 თებერვალი (13:00 სთ-მდე);
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება 17 თებერვალი – 18 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 19 თებერვალი 15:00 სთ-მდე;
ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 თებერვალი;
ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 თებერვალი;


)საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის):

 


ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური) – 18 თებერვალი (09:00 სთ);
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –18 თებერვალი 14:00 სთ-მდე;
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 18 თებერვალი 16:00 სთ-მდე;
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -18 თებერვალი 18:00 სთ- მდე;
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში-19 თებერვალი 13:00 სთ-მდე.


2. წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

ა)განცხადება;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ)პირადობის მოწმობის ასლი;
დ)წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ)სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ)სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი)სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ)ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის- "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).