- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
პერსონალის მე-11 საერთაშორისო კვირეული
2025 წლის 27-31 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა უმასპინძლა პერსონალის მე-11 საერთაშორისო კვირეულს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის შვიდი ქვეყნის - ბულგარეთის, გერმანიის, იტალიის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიისა და უნგრეთის - 12 უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციის 11 წარმომადგენელმა.
საერთაშორისო კვირეული ტრადიციულად წარმოადგენს პლატფორმას უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესების გაძლიერებისთვის. შეხვედრებისა და სამუშაო სესიების ფარგლებში მონაწილეებმა გაცვალეს გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციური მიდგომებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
კვირეულის მთავარი მიზანია ინტერნაციონალიზაციის მართვის ინოვაციური იდეების გაზიარება, საუკეთესო პრაქტიკების განხილვა და მდგრადი სტრატეგიების ჩამოყალიბება, რაც ხელს უწყობს თსუ-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და ახალ საერთაშორისო შესაძლებლობათა შექმნას.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა თემატურ სესიას, დისკუსიასა და ჯგუფურ და ინდივიდუალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმები Erasmus+ პროგრამისა და სხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები პერსონალის განვითარების, სტუდენტური მობილობისა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პროცესების ინტერნაციონალიზაციის თანამედროვე ტენდენციებზე.
საერთაშორისო კვირეული მოიცავდა კულტურულ კომპონენტსაც - სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაეცნოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს განათლების სისტემას, კულტურასა და ისტორიულ მემკვიდრეობას.
თსუ აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რაც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი პოტენციალის განვითარებას, საერთაშორისო ხილვადობის გაზრდასა და გლობალურ აკადემიურ სივრცეში მისი პოზიციის განმტკიცებას.
მონაწილე უნივერსიტეტები:
- საერთაშორისო ბიზნეს სკოლა (ბულგარეთი)
- გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
- RWTH აახენის უნივერსიტეტი (გერმანია)
- ტუბინგენის უნივერსიტეტი (გერმანია)
- კიეტი პესკარას უნივერსიტეტი (იტალია)
- ტრიესტეს უნივერსიტეტი (იტალია)
- ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
- პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
- ტიმიშოარის დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
- ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია)
- ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
