საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

მევლანას გაცვლითი პროგრამა

 

 

 

მევლანას გაცვლითი პროგრამა არის სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი ინსტრუმენტი, რომელსაც ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკა; იგი 2011 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას თურქეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

 

მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, რომელთაც გაფორმებული აქვთ მევლანას გაცვლითი პროტოკოლი თურქულ უნივერსიტეტთან.  

მევლანას გაცვლითი პროგრამა

 

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ მევლანას გაცვლითი პროგრამით ერთი (მინიმუმ) ან ორი (მაქსიმუმ) სემესტრით; ამასთანავე, მობილობის ჯამური პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ერთ აკადემიურ წელს. აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა მევლანას მობილობით სალექციო  კურსის წაკითხვა პარტნიორ უნივერსტიტეტში ვადით ერთი კვირიდან (მინიმუმ) სამ თვემდე (მაქსიმუმ).

 

სტუდენტები პროგრამის ფარგლებში არ იხდიან სწავლის საფასურს მასპინძელ უნივერსიტეტში, თუმცა  ისინი განაგრძობენ სავალდებულო სწავლის საფასურის გადახდას მშობლიურ უნივერსიტეტში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მასპინძელ უნივერსიტეტში ყოფნისას მათ დამატებითი გადასახადი არ ეკისრებათ.

 

ის აკადემიური კურსები, რომლებსაც სტუდენტები გაივლიან მასპინძელ უნივერსიტეტში, წინასწარ თანხმდება სასწავლო ხელშეკრულებით. მობილობის დასრულებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, სტუდენტი ვალდებულია მოახდინოს მევლანას გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სწავლისას დაგროვილი კრეტიტების ტრანსფერი მშობლიურ უნივერსიტეტში.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მევლანას გაცვლითი პროტოკოლი თურქეთის რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მევლანას პარტნიორთა სია  შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

შენიშვნა: COVID-19- ის პანდემიის გამო, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა მობილობა დროებით შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე.