საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კოპერნიკუსის ერთსემესტრიანი სასწავლო სტიპენდიები ბერლინის თავისუფალ და ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტებში

გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაცია Copernicus Berlin e.V. აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე International Excellence Scholarship Program (IES), რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის უნივერსიტეტების გერმანული ენის მცოდნე (მინ. B2 დონე) სტუდენტებს, ერთი სემესტრის განმავლობაში გაიღრმავონ მათი თეორიული ცოდნა ბერლინის საუკეთესო უნივერსიტეტებში და ამის პარალელურად, ორთვიანი დარგობრივი სტაჟირების საშუალებით, მიიღონ ასევე პრაქტიკული გამოცდილება.     

 

დაფინანსება მოიცავს: საცხოვრებელის უზრუნველყოფას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და მგზავრობას.

 

განაცხადის მიღების ვადები:

1 ოქტომბერი - 15  დეკემბერი (შემდეგი შემოდგომის სემესტრისთვის);

1 აპრილი - 15 ივნისი (შემდეგი გაზაფხულის სემესტრისთვის).


დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად როგორც პროგრამის შესახებ, ასევე სტიპენდიის გაცემის პირობებთან დაკავშირებით, ეწვიეთ Copernicus Berlin e.V. -ს შესაბამის ვებ-გვერდს და იხილეთ დანართი 1

თარიღი: 26/11/2020