საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), Erasmus+ თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge. 

 

ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია დაიწყება  2020 წლის 31 აგვისტოს და გაგრძელდება 25 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.  

 

ტესტირების ჩაბარების უფლება აქვთ 2020/21 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!* 

 

ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული

 

ტესტირება გაიმართება  2020 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).  

 

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და ზედა სემესტების დოქტორანტების საყურადღებოდ:

დოქტორანტურის საფეხურის (მე-5 და ზედა სემესტრების) ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას თემის სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნულის თობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან ენის ტესტირებაზე. გთხოვთ, შესაბამისი ცნობა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე reference@tsu.ge არაუგვიანეს ა/წ 25 სექტემბრის 18:00 საათისა. 

თარიღი: 29/09/2020