საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის როვირა და ვირგილის უნივერსიტეტში (ესპანეთი)  ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ესპანეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს.

 

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის შემოდგომის სემესტრი

 

მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნები ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის:

 

მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნები მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე სადაც Modality and teaching language -ის ნაწილში შეძლებთ სწავლების ენის ნახვას.

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: 

1. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის:

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:  TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 6 ოქტომბრისა და 2022 წლის 7 მარტის ტესტირების შედეგი);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

2. მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:  TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate (90-100);

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 6 ოქტომბრისა და 2022 წლის 7 მარტის ტესტირების შედეგი);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);

CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე 

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული pdf ვერსია); 

მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);

ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);

ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა;

სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში  (სკანირებული  PDF   ვერსია));

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული PDF ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად გადადით როვირა და ვირგილის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ კურსებზე, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1. (გთხოვთ იხ. ბრძანება N15/04; ბრძანება N33/04);   

რეკომენდაცია ინგლისურ ან გერმანულ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

სამოტივაციო წერილი ინგლისურ ან გერმანულ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 16 მაისის 12:00 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

 

 

სტიპენდია მოიცავს:

  • სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  • ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  • ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (16 მაისის 12:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გამოგზავნილი განაცხადის სრულად ან ნაწილობრივად შეცვლა არ არის შესაძლებელი;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge