საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

აკადემიური პერსონალისთვის:

 

გერმანია

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციალური სამუშაო, ბიზნესი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

 

 

თურქეთი

 

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

მიმართულება: იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები

მობილობის ხანგრძლივობა: 9-13 მაისი

 

 

იტალია

მესინას უნივერსიტეტი

მიმართულება: ანთროპოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 14 დღე

 

 

ლიეტუვა

მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტ

            მიმართულება: იურიდიული, ბიზნესი, ინგლისური ფილოლოგია, ფსიქოლოგია

            მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

პოლონეთი

რჟეშოვის უნივერსიტეტი

მიმართულებები: ისტორია, არქეოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, პოლიტიკის მეცნიერებები, ბიოლოგია, ფიზიკა, განათლება, ინგლისური ფილოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

 

 

რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მიმართულება: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

ბიალისტოკის უნივერსიტეტი

მიმართულება: იურიდიული ფაკულტეტი

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი

მიმართულება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერებები

           მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

იაგელონიის უნივერსიტეტი კრაკოვში

მიმართულება: იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტები

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

ბიდგოშჩის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

მიმართულებები: ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი

მიმართულებები: მედიცინა

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩენსტოხოვაში

მიმართულებები: ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

 

ვარშავის საინჟინრო და ჯანდაცვის უმაღლესი სკოლა

მიმართულებები: ქიმია

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

რუმინეთი

ბუქარესტის უნივერსიტეტი

მიმართულებები: სოციოლოგია, ფილოსოფია, კულტურის მეცნიერება

           მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

სლოვაკეთი

 

მატეი ბელის სახელობის უნივერსიტეტი

მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული, ინგლისური ფილოლოგია  

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში

მიმართულებები: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

უნგრეთი

კაროლი გასპარის უნივერსიტეტი

მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

 

 

ფინეთი

იავასკულას უნივერსიტეტი

მიმართულება: სოციალური სამუშაო

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

ხორვატია

ზაგრების უნივერსიტეტი

მიმართულება: სლავური ფილოლოგია (უკრაინული ენა და ლიტერატურა)

მობილობის ხანგრძლივობა: 6 დღე

 

 

 

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

 

იტალია

მესინას უნივერსიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

 

პოლონეთი

ვარშავის უნივერსიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე (დასწრება პერსონალის კვირეულზე)

 

ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული: მედიცინის ფაკულტეტი

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

უნგრეთი

კაროლი გასპარის უნივერსიტეტი

ადმინისტრაციული ერთეული: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

 

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის 1 ივლისამდე

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1. პასპორტის ასლი;

2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);

3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;

4. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

5.  შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე 

ა)  სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს 8 სალექციო საათს კვირაში; დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით; დანართი 1(აკადემიური პერსონალის შემთხვევაში)

ბ)  შევსებული მობილობის ხელშეკრულება თსუ-ს შესაბამისი სამსახურის/დეპარტამენტის ხელმოწერით დამოწმებული; დანართი 2(ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში)

6. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);

7. სასურველი უნივერსიტეტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტზე);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთოს სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნოს განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 13 აპრილის 14 საათამდე!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (13 აპრილის  14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის (ბუსტერ დოზის ჩათვლით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილის მიერ.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge