საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში (საფრანგეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრისა და მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან/და ფრანგულ ენებს და რომელთა GPA არის მინიმუმ 2.5:

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი)
  2. გასაუბრება ინგლისურ ან/და ფრანგულ ენაზე კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე; 
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული pdf ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში  (სკანირებული  PDF   ვერსია));
  8. რეკომენდაცია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე;
  9. სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mireille.ducasse@insa-rennes.fr  2022 წლის 5 იანვრის 12:00 საათამდე!

 

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 

 

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი არ განიხილავს დაგვიანებით ან არასრულად გაგზავნილ განაცხადს;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს  მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება უცხოურ ენაზე ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს!

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge