საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

 

ბულგარეთი

სოფიას უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გეოგრაფია და გეოლოგია (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

გერმანია

შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნიევრსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საჯარო ადმინისტრირება (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): სოციალური სამუშაო (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ტრირის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): 

  • იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
  • ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის); 
  • გერმანული ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის).

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

  • იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
  • ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის); 
  • პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
  • ინგლისური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის); 
  • გეოგრაფია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის).

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ესპანეთი

ვიგოს უნივერსიტეტი 

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

თურქეთი

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

პოლონეთი

ვშეჰნიცას პოლონური უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, ესპანური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ოპოლეს უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

პორტუგალია

კოიმბრას პოლიტექნიკური ინსტიტუტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ბიზნესი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის).

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

რუმინეთი

ბუქარესტის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:

  • ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
  • გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate (90-100)
  • თურქული ენის შემთხვევაში: TYS (B2)

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2021 წლის 2 მარტის და 6 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;  

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე 
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე (სკანირებული pdf ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია;
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  8. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში  (სკანირებული  PDF   ვერსია));
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული PDF ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1 . (გთხოვთ იხ. ბრძანება); 
  10. რეკომენდაცია ინგლისურ/ქართულ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  11. სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);
  12. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე);

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 8 დეკემბრის 14 საათამდე!

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (8 დეკემბრის14:00 სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2022-23 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე!

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge