საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე სემესტრის სტუდენტებისათვის! 

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში

 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ასევე მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:

 

  • ბაკალავრიატი (გერმანულენოვანი მიმართულებები): ეკონომიკა და ბიზნესი, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.
  • მაგისტრატურა (ინგლისურენოვანი მიმართულებები): ინგლისური ფილოლოგია, ამერიკანისტიკა, მათემატიკა.
  • მაგისტრატურა (გერმანულენოვანი მიმართულებები): გერმანული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, განათლების მეცნიერება, ისტორია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა და პოლიტიკის მეცნიერებები.

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი და 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი 
  4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  5. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  6. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერესიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები Beginning of studies for international students მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1;
  9. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  10. მოტივაციის წერილი ინგლისურ ან გერმანულ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 24 ივნისის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (24 ივნისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ;
  • Covid-19 პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების შედეგად, გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიის პირველ ტრანშს მიიღებენ მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასვლის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და შესაბამის საბანკო სამსახურში რეგისტრაციის და ყველა სხვა ადგილობრივი პირობის დაკმაყოფილებიდან არაუადრეს 6 კვირისა;
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე;
  • მობილობის გადადების შემთხვევაში, იმ სტუდენტებს, რომლებისთვისაც 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი არის დამამთავრებელი, სტიპენდია გაუქმებულად ჩაეთვლებათ.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი

თსუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

 

სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო