საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ესპანეთში

 

 

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

1. შემოთავაზებული კურსები ბაკალავრიატის საფეხური სტუდენტებისთვის: 

 

2. შემოთავაზებული კურსები მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის:

!!შენიშვნა: მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა აპლიკაციის ეტაპზე უნდა მოიპოვონ მიღებაზე წინასწარი თანხმობის წერილი მასპინძელი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელისგან

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე ;
  3. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი 
  4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  5. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  6. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ბარსელონას ავტონომიური უნივერესიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1;
  9. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  10. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.
  11. წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის).

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 7 ივნისის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (7 ივნისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ;
  • Covid-19 პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების შედეგად, გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიის პირველ ტრანშს მიიღებენ მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასვლის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და შესაბამის საბანკო სამსახურში რეგისტრაციის და ყველა სხვა ადგილობრივი პირობის დაკმაყოფილებიდან არაუადრეს 6 კვირისა;
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე;
  • მობილობის გადადების შემთხვევაში, იმ სტუდენტებს, რომლებისთვისაც 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი არის დამამთავრებელი, სტიპენდია გაუქმებულად ჩაეთვლებათ.
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge

 

სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო