საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ლაკვილას უნივერსიტეტში (იტალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის:

1. მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან იტალიურ ენას და ჩარიცხულები არიან ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელ პროგრამაზე 

2. დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან იტალიურ ენას

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი):

  • მათემატიკა;
  • კომპიუტერული მეცნიერებები;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.