საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის მაგისტრატურის საფეხურის  მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2 - ში (საფრანგეთი)!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურის საფეხურის მეორე სემესტრის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ის ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

 

მობილობის პერიოდი: 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ფრანგული ენის B1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. მოცემული კონკურსის მიზნებისთვის მოთხოვნილი ენის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტად მიიჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი DELF/DALF და TCF სერთიფიკატი აღებული არაუგვიანეს 2 კალენდარული წლისა;

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი ან 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა);

გ) თსუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად დაწერილი ფრანგული ენა B1-ის ტესტირების დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე ( CV-ში უნდა მიუთითოთ პუბლიკაციები);
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის დამდასტურებელი ცნობა (აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  6. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია;
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  8. რეკომენდაცია (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  9. მოტივაციის წერილი ფრანგულ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 10 მაისის 14 საათამდე!

 

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (10 მაისის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ. 
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს!
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge