- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილებასთან თანამშრომლობის ფარგლებში,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
აცხადებს აპლიკანტთა წინასწარ შერჩევას ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის პროგრამაში მონაწილეობისთვის!
- ჰარვარდის საზაფხულო სკოლა (HSS), დაარსებული 1871 წელს, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველი აკადემიური საზაფხულო პროგრამა.
- კურსებს უძღვებიან ჰარვარდის პროფესორები, გამოჩენილი მოწვეული მეცნიერები და ინდუსტრიის ექსპერტები.
- პარტნიორობის უპირატესობები მოიცავს პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობებს, მხარდაჭერას სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის გაკეთების პროცესში და სხვა სტუდენტურ უპირატესობებს სწავლის პერიოდში და შემდგომ.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე (სწავლების სამივე საფეხურის) აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ადმინისტრაციულ და ფინანსურ წინაპირობებს:
- აქვთ GPA არანაკლებ 3.2-სა სწავლების მიმდინარე საფეხურზე (2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით)
- ვისთვისაც 2025 წლის გაზაფხულის სემესტრი არ ითვლება დამამთავრებლად
- ფლობენ ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელ შემდეგ დოკუმენტთაგან ერთ-ერთს (რომელიც გაცემულია არაუადრეს 2023 წლის 1 იანვრისა):
ა) TOEFL – 100 ქულა ინტერნეტზე დაფუძნებულ TOEFL iBT ტესტზე, მათ შორის TOEFL iBT Home Edition-ის ვერსიაზე.
ბ) საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირების სისტემა (IELTS) აკადემიური* – 7.0, მათ შორის IELTS აკადემიური ონლაინ ტესტი.
გ) PTE Academic ტესტი (PTEA) – 70
დ) Duolingo ინგლისურის ტესტი (DET) – 125
- არ ჰქონიათ დისციპლინური გადაცდომა თსუ-ში სწავლის პერიოდში და თანახმა არიან ჰარვარდში მოქმედი სტუდენტურ ქცევათა კოდექსის დაცვაზე, რომელიც ხელმისაწვდომია აქ;
- შესრულებული აქვთ ჰარვარდის საზაფხულო სკოლის ფარგლებში არჩეული საგნების აკადემიური წინაპირობები (ისეთ კურსზე/კურსებზე რეგისტრაციის შემთხვევაში, რომელიც წინაპირობით შეზღუდულია);
- ფლობენ საკმარის ფინანსურ რესუსებს (ან ჰყავთ სპონსორი), რომელიც დაფარავს ჰარვარდის საზაფხულო სკოლაში სწავლასთან, აშშ-ში მგზავრობასთან, ცხოვრებასთან, სასწავლო მასალის შეძენასთან, დაზღვევასთან დაკავშირებულ და ყველა სხვა შესაძლო ხარჯს.
შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მოსაკრებლის, ცხოვრებისა და კვების სრულად გადახდის ბოლო თარიღია 2025 წლის 12 მაისი.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.