საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

 

გერმანია

გისენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა.

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ევროპული კვლევები, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, განათლება, ფსიქოლოგია

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): ბიზნეს ადმინისტრირება

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): სოციალური მუშაობა

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ზაარლანდის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

დიუსელდორფის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ესპანეთი

კადისის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

კორდობას უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): განათლების მეცნიერება, ჰუმანიტარული

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

თურქეთი

კადირ ჰასის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ირლანდია

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, ისტორია, არქეოლოგია

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

!!დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL  (მინიმალური ქულა - 600 computer based ან 90 iBT) ან IELTS (მინიმალური საშუალო ქულა 6.5).

 

ლიმერიკის უნივერსიტეტი 

სასწავლო მიართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება, ქიმია, ეკონომიკა, სოციოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა, იურიდიული, მათემატიკა, ფსიქოლოგია, ისტორია, ფიზიკა

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

!!ლიმერიკის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ  მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL  (მინიმალური ქულა - 600 computer based ან 90 iBT) ან IELTS (მინიმალური საშუალო ქულა 6.5). 

 

 

 

საბერძნეთი

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი და ეკონომიკა (მათ შორის ISET-ის პროგრამა), კომპიუტერული მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

საფრანგეთი

ლილის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, იურიდიული, ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებები

სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, კომუნიკაცია

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

უნივერსიტეტი პარიზი 8

სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი

სასწავლო მიმართულება (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა)

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

შენიშვნა: განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრის სტუდენტებს

 

უნივერსიტეტი რენი 1

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

ფინეთი

ქაიაანის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ტურიზმი

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

ტურკუს უნივერსიტეტი 

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):  იურიდიული, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

შენიშვნა: ტურკუს უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს!

 

ჩეხეთი

მასარიკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, განათლების მეცნიერება, ფსიქოლოგია, ბიზნესი და ეკონომიკა (მათ შორის ISET-ის პროგრამა), სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

პალაცკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

პოლონეთი

იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩენსტოხოვაში

სასწავლო მიმართულებები (ინგლიუსრენოვანი): კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა ქიმიმა, ფილოსოფია, განათლების მეცნიერება და ტურიზმი

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

ნორვეგია

ოსლოს უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სკანდინავიური ფილოლოგია, სკანდინავისტიკა,

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

  1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
  2. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
  3. ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF
  4. იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA
  5. ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE

 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2020 წლის 5 ოქტომბერი და 2021 წლის 2 მარტი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

 

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე ;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
  8. რეკომენდაცია (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  9. მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
  10. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 31 მარტის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (31 მარტის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა მოხდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ;
  • Covid-19 პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების შედეგად, გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიის პირველ ტრანშს მიიღებენ მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასვლის, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და შესაბამის საბანკო სამსახურში რეგისტრაციის და ყველა სხვა ადგილობრივი პირობის დაკმაყოფილებიდან არაუადრეს 6 კვირისა;
  • მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე ;
  • მობილობის გადადების შემთხვევაში, იმ სტუდენტებს, რომლებისთვისაც 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი არის დამამთავრებელი, სტიპენდია გაუქმებულად ჩაეთვლებათ.
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge