საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აფიონ ქოჯატეპეს უნივერსტიტეტი (თურქეთის რესპუბლიკა) პროექტის „ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (ERASMUS+ International Credit Mobility K107)“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის (რექტორი, ვიცე-რექტორი, კანცლერი, ვიცე-კანცლერი), საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ან ფაკულტეტების ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო პროგრამების და პროექტების კოორდინაციას) ერთკვირიანი ტრენინგ-მობილობისთვის.

 

მობილობის სამუშაო ენა: ინგლისური

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 დღე მგზავრობისთვის)

მობილობის განხორციელების ვადები: არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივნისისა

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა შეეავსონ მიმღები უნივერსიტეტის სარეგისტრაციო ფორმა 22 მარტიდან 5 აპრილის 18 საათის ჩათვლით.

 

გამარჯვებულის შერჩევა განხორციელდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ დადგენილი შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად.