საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში’’ პროექტის ფარგლებში, ტრომსოს უნივერსიტეტში - ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტში (ნორვეგია)  სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ნორვეგიაში.

 

 

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

 

 

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია;
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1
  8. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე გაეგზავნება ელექტრონული რეკომენდაციის ბმული);
  9. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 23 თებერვლის 14 საათამდე!

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 სტიპენდიის სრული რაოდენობა: 10 800 კრონი 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

  1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (23 თებერვლის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; ასევე, არ რეგისტრირდება არასრული სააპლიკაციო პაკეტი. სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ. სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  2. აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
  3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;