საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მესინას უნივერსიტეტში (იტალია).

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და იტალიაში.

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი (major) მიმართულებების სტუდენტებს: იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება.

 

სწავლების ენა: ინგლისური

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობა:


1. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი და 2020 წლის 5 ოქტომბრი ) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური).

 

2. GPA-ის მინიმალური ზღვარი: 2.8

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  5. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხილეთ წინაპირობებში მოცემული ინფორმაცია);
  8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ მესინას უნივერისტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1
  10. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  11. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 22 დეკემბრის 14 საათამდე!

 

!!! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება

 

 

სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს:

 

  • უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ევროკომისიის მიერ დაწესებული ლიმიტის ფარგლებში)
  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

  1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (22 დეკემბრის 14:00 სთ) გასვლის შემდეგ; ასევე, არ რეგისტრირდება არასრული სააპლიკაციო პაკეტი. სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ. სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  2. აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
  3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;