საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტებისთვის ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) სტიპენდიის მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა

მობილობის პერიოდი: 2023 წლის სექტემბერი-დეკემბერი (3 თვე)

სტიპენდიის ოდენობა: 2550 ევრო

!!შერჩეული აპლიკანტი თავად იხდის ჩარიცხვის გადასახადს სემესტრულად 300 ევროს ოდენობით + ბერლინში  სასწავლო ვიზიტის საფასური 170 ევროს ოდენობით.

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ