საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (საფრანგეთი)

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს:

 


ბაკალავრიატი

ფრანგულენოვანი მიმართულებები: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფრანგულ-ქართული პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში (იხ. ბმული)

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

მაგისტრატურა

ინგლისურენოვანი მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერება (იხ. ბმული)

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა. მოცემული კონკურსის მიზნებისთვის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ დოკუმენტად მიიჩნევა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:


ა) ინგლისური ან ფრანგული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი: 

  • ინგლისური  - უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
  • ფრანგული  - უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული DELF, DALF.

 

ან
ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 2020 წლის 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა);


ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ფრანგული (ბაკალავრიატის საფეხურის აპლიკაციის შემთხვევაში) ან ინგლისური (მაგისტრატურის საფეხურის აპლიკაციის შემთხვევაში).

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  5. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  6. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხილეთ ზემოთ წინაპირობებში მოცემული ინფორმაცია);
  8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1 (ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის) დანართი 2 (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  10. რეკომენდაცია (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე);
  11. მოტივაციის წერილი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ.

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 12 ნოემბრის 14:00 საათამდე.

 

!!! 30 ოქტომბერს, 7 საათზე Zoom პლატფორმის საშუალებით ჩატარდება რენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და მოცემული გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. 

იხილეთ Zoom შეხვედრის ბმული

 

სტიპენდია ფარავს შემდეგ ხარჯებს: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ევროკომისიის მიერ დაწესებული ლიმიტის ფარგლებში);

შენიშვნა: შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება;

არასრული სააპლიკაციო პაკეტი არ განიხილება;

აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;

 

სასარგებლო ბმულები:

https://www.insa-rennes.fr/en.html

https://www.insa-rennes.fr/en.html

https://www.insa-rennes.fr/en.html