საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოველბლად ოსლოს უნივერსიტეტში (ნორვეგია)

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტებს: სკანდინავიური ფილოლოგია, სკანდინავისტიკა, ამერიკანისტიკა, ფილოსოფია, ინგლისური ფილოლოგია, ჟურნალისტიკა.

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

მობილობის პერიოდი: 2021 წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:


ა) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

 

  1. ინგლისური უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; 

 

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი და 2020 წლის 5 ოქტომბრი ) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)


ან
გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო ინგლისური).

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  5. ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით;ინგლისურ ენაზე) (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  6. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  7. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  8. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1 (ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის) დანართი 2 (მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
  10. რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
  11. მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. 

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ  25 ოქტომბრის 14:00 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge!

 

 

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (სტიპენდიის ოდენობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით), ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ევროკომისიის მიერ დაწესებული ფინანსური ლიმიტის ფარგლებში).

 

შენიშვნა: შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

 

ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021 წლის შემოდგომის სემესტრამდე!

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge