საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მესამე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ტერამოს უნივერსიტეტში (იტალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში აკადემიური სტაჟირების სტიპენდიის მოსაპოვებლად

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და იტალიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის მესამე, მეოთხე და დოქტორანტურის საფეხურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის გამოყენებითი ბიომეცნიერებების მიმართულების სტუდენტებს.  

 

მობილობის პერიოდი: 2023 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით

მობილობის ხანგრძლივობა: 3 თვე

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, წარსადგენი საბუთების შესახებ, იხილეთ დანართი.