საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში (ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ორმხრივი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამები და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.

ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 7 მარტის 15 საათის (თბილისის დროით) ჩათვლით.   

 

ტესტირების გავლის უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის საფეხურის ნემისმიერი სემესტრის სტუდენტებს!

 

 

ტესტირება ჩატარდება შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული.

 

ტესტირება გაიმართება 2023 წლის 10 მარტს 10:00 საათზე (თბილისის დროით) საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11, თბილისი).  ტესტრირების ხანგრძლივობაა 3 საათი.

 

თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო მობილობის და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ: