საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

 

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

 

 

გერმანია

 

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები გერმანულენოვანი: ეკონომიკა და ბიზნესი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), პოლიტიკის მეცნიერება (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), გერმანული ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი 

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): 

  • იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

  • ეკონომიკა, ბიზნესი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);
  • პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ესპანეთი

როვირა და ვირგილის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ტურიზმი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

  1. 21224010 Tourism Markets
  2. 21224101 Basic concepts of Tourism
  3. 21224005 Tourism Marketing
  4. 21224109 OPERATIONS AND PROCESSES IN HOSTELRY
  5. 21224210 CULTURAL LANDSCAPE AND TOURISM PRACTICES
  6. 21224116 LEADERSHIP AND TEAM MANAGEMENT

 

 

გრანადის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი): სოციალური მეცნიერებები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტი)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

!!გრანადის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ესპანურ ენას (B1) და ასევე, ჩამოთვლილ ენის საერთაშორისო სერტიფიკატთაგან ერთ-ერთს.

 

 

თურქეთი

 

აბანტ იზზეტ ბაისალ უნივერიტეტი 

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ფსიქოლოგია (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის),  ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

საბერძნეთი

 

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

  • ბიზნესი და ეკონომიკა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)
  • კომპიუტერული მეცნიერებები (ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ათენის ეროვნული და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები: ბერძნული ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

 

სერბეთი

 

ბელგრადის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

სლოვაკეთი

 

მატეი ბელის სახელობის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), ბიზნეს ადმინისტრირება (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის), იურიდიული (იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის);

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

უნგრეთი

 

კაროლი გასპარის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ბუქარესტის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ფილოსოფია

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

პოლონეთი

 

სოციალური და მედია კულტურის აკადემია ტორუნში

სასწავლო მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ისტორია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

მობილობის პერიოდი: 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:

  • ინგლისური ენის შემთხვევაში: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;
  • გერმანული ენის შემთხვევაში: TestDaF (TDN 3), DSH (DSH 1), DSD (B2), Goethe Certificate (90-100)
  • ესპანური ენის შემთხვევაში: DELE (B2), eLADE (B2)
  • ფრანგული ენის შემთხვევაში: DELF (B2), DALF (B2)

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2022 წლის 7 მარტისა და 2022 წლის 5 ოქტომბრის ტესტირებათა შედეგები);

ან

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) სკოლის დამამთავრებელი ან ბოლოსწინა სრული აკადემიური წლის დასწრებულად გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, სწავლების ენის მითითებით, სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ან/და მიმღები უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული pdf ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე; 
  3. ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული pdf ვერსია); 
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (გაცემული ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF ვერსია);
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირობები იხილეთ ზემოთ). აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა);
  6. სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (არსებობის შემთხვევაში, სკანირებული  PDF   ვერსია);
  7. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სკანირებული PDF ვერსია). ხელშეკრულების შესავსებად იხილეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ თქვენი ხელმოწერით და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით. დანართი 1 . (გთხოვთ იხ. ბრძანება N15/04; ბრძანება N33/04);   
  8. რეკომენდაცია ინგლისურ/ქართულ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე მომენტალურად ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);
  9. სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. (სამოტივაციო წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც აპლიკანტი განაცხადს აკეთებს (PDF ვერსია);
  10. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 28 ოქტომბერის 14 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

 

სტიპენდია მოიცავს:

  1. სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას,
  2. ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით (ცალკეულ შემთხვევებში, პირველი თვის სტიპენდია გაიცემა ბენეფიციარის მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასვლისა და აუცილებელი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან არაუადრეს მეხუთე კვირისა);  
  3. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გაცვლით პროგრამაში გამარჯვებულმა ყველა სტუდენტმა (მობილობის განხორციელებამდე) უნდა გაიაროს სავალდებულო სასერთიფიკატო კურსი „ინტერკულტურული კომპეტენციები“.  

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (28 ოქტომბერის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გამოგზავნილი განაცხადის სრულად ან ნაწილობრივად შეცვლა არ არის შესაძლებელი;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge