საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

 

ავსტრია

ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციოლოგია, რეგიონული გეორგრაფია, ლანდშაფტის დაგეგმარება და საზოგადოებრივი გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

გერმანია

 

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები,

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ევროპული კვლევები, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, განათლება, ფსიქოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

გისენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიოლოგია, გამოყენებითი ბიო-მეცნიერებები, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

დიუსელდორფის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, გერმანული ენა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, მათემატიკა

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, განათების მეცნიერება, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა, პოლიტიკური მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნიევრსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): საჯარო ადმინისტრირება

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (გერმანულენოვანი): ბიზნეს ადმინისტრირება

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

ზაარლანდის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა, იურიდიული, ბიზნესი, ეკონომიკა, ბიოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

      

ესპანეთი

კადისის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

თურქეთი

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

კადირ ჰასის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესი, ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტი 

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ბიზნესი, ეკონომიკა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

იტალია

ტუშას უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): პოლიტიკური მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

პოლონეთი

იაგელონიის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

საფრანგეთი

უნივერსიტეტი პარიზი 8

სასწავლო მიმართულება (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

უნივერსიტეტი რენი 1

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

სლოვაკეთი

კათოლიკური უნივერსიტეტი რუზომბეროკში

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): სოციალური მუშაობა, ფსიქოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

 

უნგრეთი

მისკოლჩის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

     

ფინეთი

ჰელსინკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული.

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

 

შენიშვნა: ჰელსინკის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ პირველი სემესტრის სტუდენტებს

 

ჩეხეთი

პალაცკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

     

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული,თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

 

  1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;
  2. გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate
  3. ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF
  4. იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA
  5. ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE

 

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

 

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ).

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  7. ბაკალავრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  8. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
  10. რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
  11. მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ
  12. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე);

 

 

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 4  ნოემბრის 13 საათამდე!

შენიშვნა: ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

 

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

 

შენიშვნა: შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

 

გასაუბრებების დრო და თარითი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე მითითებულ მეილზე;

აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებ-გვერდზე!

 

ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021 წლის შემოდგომის სემესტრამდე!

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;