საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ევროპაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

აკადემიური პერსონალისთვის:

 

 

ავსტრია

 

იოჰანეს კეპლერის ლინცის უნივერსიტეტი

მიმართულება: მათემატიკა

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

გერმანია

 

შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანულენოვანი)

მიმართულება: იურიდიული

 

ტრირის უნივერსიტეტი (გერმანულენოვანი)

მიმართულება: გერმანული ფილოლოგია, იურიდიული, ეკონომიკა

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი 

მიმართულება: ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, იურიდიული ფაკულტეტი

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე 

 

ესპანეთი

 

ა კორუნიას უნივერსიტეტი

მიმართულება: იურიდიული

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

 

როვირა და ვირჯილის უნივერსიტეტი

მიმართულება: არქეოლოგია, პალეობიოლოგია და პალეოანთროპოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

იტალია

 

ბოლონიის უნივერსიტეტი

მიმართულება: ჰუმანიტარული ფაკულტეტი (გარდა ენებისა/ფილოლოგიისა), სოციალური/პოლიტიკური მეცნიერებები

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

პოლონეთი

 

იან დლუგოშის უნივერსიტეტი ჩენსტოხოვაში

მიმართულება: ფსიქოლოგია, განათლების მეცნიერება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე

 

უჟის სამედიცინო უნივერსიტეტი

მიმართულებები: მედიცინა

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მიმართულებები: მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერებები

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

გდანსკის უნივერსიტეტი

მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

მაზოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი პლოკში

მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერებები, ინგლისური ფილოლოგია, ეკონომიკა, ჟურნალისტიკა

 

სოციალური და მედია კულტურის აკადემია ტორუნში

მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ისტორია

 

კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი

მიმართულება: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერებები

           მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

 

რუმინეთი

 

ბუქარესტის უნივერსიტეტი 

მიმართულება: ფილოსოფია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

კონსტანტას ოვიდიუსის სახელობის უნივერსიტეტი

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

საბერძნეთი

 

ათენის ნაციონალური და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი

მიმართულება: ბერძნული ფილოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

სლოვაკეთი

 

კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტი ნიტრაში

მიმართულებები: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

მატეი ბელის სახელობის უნივერსიტეტი

მიმართულებები: პოლიტიკის მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

საფრანგეთი

 

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი 

მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

უნგრეთი

 

კაროლი გასპარის უნივერსიტეტი

მიმართულება: ინგლისური ფილოლოგია

მობილობის ხანგრძლივობა: 10 დღე

 

შვედეთი

 

გოთენბურგის უნივერსიტეტი

მიმართულება: საზოგადოებრივი ჯანდაცვა

მობილობის ხანგრძლივობა: 12 დღე

 

ხორვატია

 

ზაგრების უნივერსიტეტი

მიმართულება: სლავური ფილოლოგია (უკრაინული ენა და ლიტერატურა)

მობილობის ხანგრძლივობა: 6 დღე

 

 

 

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

 

გერმანია

 

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციალური სამუშაო, ბიზნესის ადმინისტრირება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

 

ესტონეთი

 

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მიმართულებები: იურიდიული ფაკულტეტზე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

მობილობის ხანგრძლივობა: 7 დღე

 

რუმინეთი

 

კონსტანტას ოვიდიუსის სახელობის უნივერსიტეტი

მიმართულება: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მყოფი ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

საფრანგეთი

 

რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი 

მიმართულებები: კომპიუტერული მეცნიერება

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე + არაუმეტეს 2 დღისა მგზავრობისთვის

 

ყველა მობილობა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისამდე!!!

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1. პასპორტის ასლი;

2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);

3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;

4. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

5.  შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე 

ა)  აკადემიური პერსონალის/სწავლების მიზნით მობილობის (Staff Mobility for Teaching) შემთხვევაში:სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს 8 სალექციო საათს კვირაში; დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით;  დანართი 1

ბ) ადმინისტრაციული პერსონალის/ტრენინგის მიზნით მობილობის (Staff mobility for Training) შემთხვევაში: შევსებული მობილობის ხელშეკრულება თსუ-ს შესაბამისი სამსახურის/დეპარტამენტის ხელმოწერით დამოწმებული; დანართი 2

6. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (pre-acceptance) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);

7. სასურველი უნივერსიტეტის სახელწოდება ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 1 უნივერსიტეტზე);

 

 

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთოს სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნოს განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 15 ნოემბრის 14 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მშვნელოვანია რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (15 ნოემბრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის (მათ შორის, ერთი ან მეტი ბუსტერ დოზის ჩათვლით) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილის მიერ.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge