საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის კიოლნის ტექნიკურ უნივერსიტეტში (გერმანია) კვლევითი სტაჟირებისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და გერმანიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრატურის საფეხურის პირველი, მეორე და მესამე სემესტრის, ასევე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, რომელთა სასწავლო და საკვლევი სფერო მოიცავს შემდეგ თემატიკას:

  • კოდიკოლოგია
  • ხელნაწერთა კონსერვაცია/პრეზერვაცია
  • წიგნისა და ქაღალდის კონსერვაციის/პრეზერვაციის ფორმები და მეთოდოლოგია
  • ბიბლიოთეკებსა და არქივებში წიგნის კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები
  • კულტურული მემკვიდრეობის და სხვა ტექსტურ ძეგლებზე მუშაობა - როგორც ისტორიულ, ასევე ენათმეცნიერულ კონტექსტში

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 

  • მაგისტრატურის სტუდენტებისათვის: მინ. 4 კვირა (არაუმეტეს 8 კვირისა);
  • დოქტორანტურის სტუდენტებისათვის: ორი კალენდარული თვე;

 

მობილობის პერიოდი: სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე;

!! შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

 

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

 

ა) მიმდინარე კონკურსის რეგისტრაციის დასრულებამდე არაუადრეს 4 კალენდარული წლით აღებული შემდეგი სერტიფიკატები:

  • ინგლისური ენა: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერთიფიკატი;

ან

ბ) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული უცხოური ენების ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (არანაკლებ 71 ქულისა), რომელიც ძალაშია ტესტირების ჩატარების სემესტრისა და მომდევნო 1 სემესტრის განმავლობაში (შესაბამისად, ამ კონკურსის მიზნებისთვის ვალიდურად ითვლება 2022 წლის 7 მარტის ან 2022 წლის 5 ოქტომბრის ტესტირებების შედეგები);

მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების შემთხვევაში:

გ) უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 1 სემესტრის განმავლობაში დასწრებულად სწავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა სწავლების ენის მითითებით, სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დ) თსუ-ში ისეთ უცხოენოვან პროგრამაზე სწავლა, სადაც სწავლების ენად გამოყენებულია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ;

ან

დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების შემთხვევაში:

გ) დასწრებულად საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში კვლევითი სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კვლევითი სტაჟირების ენის მითითებით, სადაც სტაჟირების ენად გამოყენებული იყო შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე მოქმედი სწავლების ის ენა, რომელზეც განაცხადს აკეთებთ. სტაჟირების მინიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 თვე.

ან

დ) საუნივერსიტეტო დონეზე პედაგოგიური საქმიანობის/სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ოფიციალური ცნობის საფუძველზე, კერძოდ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიზნით განცხადების გაკეთების და წინა აკადემიური წლის განმავლობაში არანაკლებ 2 სემესტრის განმავლობაში, თითოეულ სემესტრში მინიმუმ 5 კრედიტის დატვირთვის მქონე კურსის წაყვანა.

 

 

მონაწილეთა შესარჩევი პროცესი:

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიოლნის ტექნიკური  უნივერსიტეტი);
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (კიოლნის ტექნიკური  უნივერსიტეტი).

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი

 

  1. პირადობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტის - პასპორტის (მისი არარსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწობის) ასლი (სკანირებული PDF  ვერსია);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე; 
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისური ენაზე (სკანირებული PDF ვერსია);
  4. მიმდინარე შეფასებების ამონაწერი აპლიკანტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო დისციპლინების მიხედვით, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე, სკანირებული PDF ვერსია);
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირობები იხილეთ ზემოთ). აპლიკანტებს, რომლებსაც თსუ ენის ინსტიტუციური ტესტის დადებითი შედეგი აქვთ, არ ესაჭიროებათ დოკუმენტის ატვირთვა; 
  6. ბაკალავრის დიპლომის სკანირებული PDF ვერსია (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  7. ბაკალავრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის);
  8. მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  9. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  10. არსებობის შემთხვევაში, სსსმ  პირის  სტატუსის  დამადასტურებელი  ოფიციალური  ცნობა/დოკუმენტი  (სკანირებული  PDF ვერსია);
  11. მოტივაციის წერილი საკვლევი გეგმის მონახაზის ჩათვლით არაუმეტეს 3 გვერდისა (ინგლისურ ენაზე); ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ ენაზე, რომელიც იქნება გრანტიორის სამუშაო ენა კვლევითი სტაჟირების პერიოდში;
  12. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული (Letter of Interest) დაინტერესების წერილი(ოფიციალური წერილი, ან ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული თანხმობა /დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება კიოლნის ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
  13. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge რეკომენდატორის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი რეკომენდატორის მონაცემები. რეკომენდატორს მეილზე ეგზავნება ბმული, სადაც ონლაინ ავსებს რეკომენდაციას);

 

კვლევითი სტაჟირების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 13 ოქტომბრის 14 საათამდე!

  • გამოგზავნილი განაცხადის შეცვლა ან/და ატვირთული დოკუმენტ(ებ)ის გამოცვლა შეუძლებელია.
  • რეკომენდატორის მიერ რეკომენდაციის შევსების და გამოგზავნის გარეშე სააპლიკაციო განაცხადის გამოგზავნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რეკომენდატორი ჯეროვნად ინფორმირებული იყოს განაცხადის გამოგზავნის დედლაინის თაობაზე.

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (13 ოქტომბრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ;
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს.
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ.
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას.
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე სტუდენტის მიერ.

 

გ) კონკურსის ორგანიზების საფუძველი და შერჩევის წესი:

 

 

გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge გამოყენების სახელმძღვანელო

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge