
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების მაგისტრი დემოგრაფიაში
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ლორთქიფანიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო კურსები 70 ECTS კრედიტი
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 20 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი

დემოგრაფიულ მეცნიერებათა ძირითადი თეორიების, დებულებების, კანონების სისტემური ანალიზი და მათზე დაყრდნობით სოციოლოგიური კვლევების ჩატარება;
მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების თავისებურებების განსაზღვრა დინამიკაში, როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონულ და ცალკეული ქვეყნების ჭრილში;
მიგრაციული პროცესების (მათ შორის კავკასიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ) სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ასპექტების გამოვლენა და ანალიზი;
დემოგრაფიის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების სფეროებთან ურთიერთკავშირის განსაზღვრა;
მიღებული ცოდნით აკადემიურ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანა და ცოდნის გაცვლა-გავრცელება სამეცნიერო წრეებსა და საზოგადოების სხვა დაინტერესებულ ნაწილში.

- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის ხარისხი;
- ერთიან ეროვნულ სამაგისტრო გამოცდაში გამსვლელი ქულის მიღება;
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება სპეციალობასა და ინგლისურ ენაში (B1 დონე);
- პროგრამაზე დაიშვებიან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ქართულ ენას (B2 დონე).
ქულების განაწილება:
გამოცდა სპეციალობაში - 40 %
გასაუბრება სპეციალობაში- 30 %
გასაუბრება ინგლისურ ენაში - 30 %

ცოდნა და გაცნობიერება:
1. სიღრმისეულად აღწეროს დემოგრაფიის ფუნდამენტური კონცეფციები, სისტემურად გაანალიზოს დემოგრაფილი თეორიები, ამოცანები, პარადიგმები და სხვა პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და განსაზღვროს შესაძლო შედეგები;
2. კრიტიკულად დაამუშავოს დემოგრაფიული მაჩვენებლები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით და მათ საფუძველზე მოახდინოს დემოგრაფიული პროცესების ინტენსივობის დადგენა, პროგნოზების გაკეთება;
3. ღრმა სისტემური ცოდნა შემდეგ სფეროებში:
კვლევის მეთოდები დემოგრაფიაში: მათემატიკური, სტატისტიკური, სოციოლოგიური
მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესები, მათი გეოგრაფია, გამომწვევი მიზეზები და შედეგები
დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების მოდელების შექმნასა და მათი იმპლიმენტაციისათვის საჭირო კომპლექსური მონაცემების ანალიზი (დემოგრაფია 1, დემოგრაფიან 2, დემოგრაფიული ანალიზი და მოდელირება 1, დემოგრაფიული ანალიზი და მოდელირება 2, დემოგრაფიული სტატისტიკა 1, დემოგრაფიული სტატისტიკა 2)
უნარები:
4. გამოიყენოს დემოგრაფიული თეორიების სხვადასხვა ასპექტის მისადაგება/გამოყენება თანამედროვე დემოგრაფიულ პრობლემებთან მიმართებაში;
5. დამოუკიდებლად განახორციელოს დემოგრაფიული მაჩვენებლების დამუშავება და ანალიზი კვლევის უახლესი მეთოდების გამოყენებით;
6. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების დემოგრაფიული განვითარების ისტორიული, გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური შედარებითი ანალიზის დემონსტრირება და მათი გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
7. წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა ქვეყნების მიერ გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური დემოგრაფიული პოლიტიკის შესამუშავებლად.
ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა:
8. დამოუკიდებლად გამოიყენოს შესწავლილი მეთოდები და მეთოდოლოგია, განსაზღვროს პრობლემები, მოახდინოს მათი ანალიზი, შეფასება და დაგეგმოს ცოდნის შემდგომი გაღრმავება;
9. გამოიყენოს უნივერსიტეტში მიღებული კომპეტენციები ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად, როგორც პროფესიული, ასევე სამოქალაქო აქტივობით.

პროგრამაზე მუშაობის დროს მიმდინარეობდა კონსულტაციები დამსაქმებელებთან, რომ მათთან ერთად განსაზღვრულიყო ის კონკრეტული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოეთხოვება კურსდამთავრებულს შრომის ბაზრის კონკრეტული სფეროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოში არსებობს, როგორც სახელმწიფო (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურები, სამეცნიერო დაწესებულებები), ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ჭირდებათ დემოგრაფიის, განსაკუთრებით კი რეგიონული დემოგრაფიისა და მიგრაციის სპეციალისტები, რათა პროფესიულად შეისწავლონ, გააანალიზონ და დაგეგმონ მოსახლეობის განვითარების, მათ შორის სულ უფრო მზარდი მიგრაციული პროცესები. შესაბამისად, დემოგრაფიისა და მოსახლეობის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებას.