საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

2025 – 2026  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადების  ცვლილებების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე

ვბრძანებ:

სასწავლო პროცესის ვადებში ცვლილების შეტანის გამო (სსიპ – ივანე ჯავახიშვილის       

სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2025 წლის 25 დეკემბრის N325/01-01 ბრძანებით ცვლილების შეტანის შესახებ ) განისაზღვროს  2025–2026  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  წინასწარი დაცვისა და დაცვის   ვადები:

              წინასწარი დაცვა - 8 - 9 იანვარი,  დაცვა - 21-22 თებერვალი

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს   

დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

        3.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.