პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” შესახებ
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის ბრძანება:
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N85/01-01 05/05/2025 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე
ვბრძანებ:
1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 85/01-01 05/05/2025 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 136 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;
2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
- თეონა თაბუაშვილი - წამყვანი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
- მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
- თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;
- ლუიზა აბაზაძე - მთავარი სპეციალისტი;
- ნათია დათიაშვილი - მთავარი სპეციალისტი;
- თამარ ქარსაულიძე - წამყვანი სპეციალისტი;
3) საბუთები მიიღება: 13-16 მაისს 16:00 საათამდე, VI კორპუსი, # 201;
4) კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 23 მაისს;
5) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
სალომე დუნდუა,
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი