საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2022-06-23
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ZOOM-ის ონლაინ პლატფორმა

2022 წლის 23-25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა.“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. იქნება როგორც დისტანციური (პლატფორმა "ზუმის" (Zoom.us) გამოყენებით), ისე პირისპირი სესიები.


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ პროფესორებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების, გეოგრაფიის, სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის, ანთროპოლოგიის, რეგიონული კვლევების, გენდერის კვლევების, ნაციონალიზმის კვლევებისა და სოციალური მეცნიერებების სხვა მომიჯნავე დისციპლინებიდან. კონფერენციის მიზანია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა სამეცნიერო საზოგადოებას გაუზიარონ ინოვაციური სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მიღწევები.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.


საკვანძო მომხსენებელი: დოქტორი, პროფესორი ანტონიო კასტელბრანკო, ლისაბონის უნივერსიტეტი, პორტუგალია. მოხსენების სათაური: მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინური ჩარჩო.


მიღებული აბსტრაქტები გაივლის რეცენზირებას და გამოქვეყნდება ონლაინ ფორმით კონფერენციის პროგრამასთან ერთად ინგლისურ ენაზე. საკონფერენციო თეზისები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში. ავტორებს, ასევე, ექნებათ საშუალება, მოხსენებები სტატიების სახით გამოსაქვეყნებლად გამოგზავნონ Google Scholar-ში ინდექსირებულ ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“ 
კონფერენციის მესამე დღეს მოეწყობა კულტურული ღონისძიება (ექსკურსია კახეთში).

კონფერენცია სინქრონულად გადაიცემა ფაკულტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

 

რეგისტრაცია

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე  socpol.science@tsu.ge სახელწოდებით  „X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“.

რეგისტრაციის ფორმა


მნიშვნელოვანი თარიღები
კონფერენციის გამოცხადება: 8 თებერვალი, 2022 წელი
აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 16 მაისი, 2022 წელი
აბსტრაქტის შერჩევის ვადა: 27 მაისი, 2022 წელი
ვირტუალური პრეზენტაციის გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 20 ივნისი, 2022 წელი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 23-25 ივნისი, 2022 წელი
სტატიების გაგზავნის ვადა (არასავალდებულო): 19 სექტემბერი, 2022  წელი


მოსაკრებელი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“ მონაწილეობა უფასოა.

მსგავსი ღონისძიებები