საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-11-19
თარიღი 11:00 სთ
მისამართი ZOOM-ის ონლაინ პლატფორმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს აბსტრაქტების მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის "პოლიტიკა კავკასიის გარშემო", რომელიც გაიმართება 2021 წლის 19 ნოემბერს.

კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურის და სხვა აქტუალური საკითხების განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მკვლევრებს, პროფესორსა და დოქტორანტებს, ვინც დაინტერესებულია როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის შესწავლით.

გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება დისტანციური ფორმით, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

აბსტრაქტის წარდგენის ვადა: 1 ოქტომბერი 2021;

აბსტრაქტების შერჩევის ვადა: 2021 წლის 15 ოქტომბერი (შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ წერილობით);

პრეზენტაციისა და მოხსენების გაგზავნის ვადა: 2021 წლის 5 ნოემბერი;

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გამოგზავნოთ ელფოსტაზე: maia.manchkhashvili@tsu.ge სათაურით: "პოლიტიკა კავკასიის გარშემო 2021“.

სარეგისტრაციო ფორმა:

ჩამოტვირთვა 

აბსტრაქტი - 300-350 სიტყვა;

მოხსენება - 3000-5000 სიტყვა;

სტილი - APA;

ქაღალდის ზომა - A4;

ფონტი - Sylfaen;

დაშორება - 1.5;
მარჟები (ზედა, ქვედა, მარცხნივ და მარჯვნივ) - 2 სმ;

მსგავსი ღონისძიებები