საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობს.

თეორიული კურსები ტარდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული და პრაქტიკული კურსები კი დაგეგმილია არადისტანციურ, სააუდიტორიო და კლინიკურ ფორმატში, ოღონდ უსაფრთხოების ყველა რეგულაციის მაქსიმალური დაცვით.

კურაციების ცხრილი და მისი განხორციელების რეჟიმი შემუშავებულიაა კათედრებთან შეთანხმებით. ამდენად, ინფორმაციის მიღებას ყოველი ცალკეული დისციპლინის გავლის ფორმატის თაობაზე მიიღებთ ამ დისციპლინის ლექტორებისგან  -  შესაბამის კლინიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით.

გამომდინარე საქართველოს განათლების და მეცნიერების და ჯანმრთელობისა დაცვის სამინისტროების რეკომენდაციებიდან, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკული კომპონენტის ჩატარების განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჩარტერული რეისებით საერთაშორისო სტუდენტთა საქართველოში ჩამოყვანა. საქართველოში ჩამოსვლამდე, ცხადია, თითოეული საერთაშორისო სტუდენტი აგრძელებს დისტანციურ რეჟიმში სწავლას. ეს ეხება ახლადჩარიცხულ პირველკურსელებსაც, რომელთა 1-ლი სემესტრიც იწყება 2 ნოემბერს.

სრულად დისტანციური სწავლების მოდელის შემოთავაზება ფაკულტეტს არ შეუძლია (და არც არის მიზანშეწონილი), რადგანაც ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს.

ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვას და წარმართვას, რომ მისი შედეგების აღიარების (ჩათვლის) საკითხი არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია

თარიღი: 21/10/2020