საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოტივირებულ სტუდენტთა უფრო ფართო წრეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, განმეორებით ცხადდება კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება ;
2.CV;
3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო
ბარათიდან GPA-ის მითითებით);
4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (სასურველია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის სფეროდან); 
5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების  მიიღება 2023 წლის 3 აპრილიდან 12 აპრილის არაუგვიანეს 17:00 საათისა თსუ I კორპუსის 208 ოთახში. საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე (sopiko.dzneladze@tsu.ge)

 

დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.

თარიღი: 28/03/2023