საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორკშოფი „კვლევის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები ქართველოლოგიაში“

2022 წლის 7-8 ოქტომბერს გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს“ თანამშრომლობით ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისთვის ტარდება ვორკშოფი.

ვორკშოფის მიზანია მონაწილეებისთვის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კვლევის დიგიტალური მეთოდების გაცნობა და ქართული ენის კვლევის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის ხელშეწყობა.

ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ქართველოლოგიის დიდ მონაცემთა ბაზებს,

ქართული ენის ეროვნული კორპუსის არქიტექტონიკას, საძიებო სისტემას და კვლევის პროცესში კორპუსის ეფექტურად გამოყენების წესებს. გარდა ამისა, გაეცნობიან იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ქართველოლოგიაში კვლევის ეფიციენტურობის გაზრდის მიზნით, კერძოდ: KWIC, FLEX, ELAN ტექნოლოგიებს.

ვორკშოფის ხელმძღვანელები: პროფ. მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტის უნივერსიტეტი), პროფ. დარეჯან თვალთვაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ლექციებს ჩაატარებენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და დარგის ახალგაზრდა სპეციალისტები.

• ვორკშოფის ჩატარების დრო: 7-8 ოქტომბერი, 2022 წელი

• ვორკშოფის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი)

• ვორკშოფში მონაწილეების რეგისტრაცია 1 -25 სექტემბერი

o მსურველებმა განცხადება და CV უნდა გააგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: info@adh.ge

• დასტური მონაწილეობის შესახებ: 30 სექტემბერი

• მონაწილეთა რაოდენობა: 25

• მონაწილეობა უფასოა!

ვორკშოფის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 595 403 304.

 

 

 

 

 

 

თარიღი: 04/09/2022